|
2015-05-06 12:59:15, 430 ნახვა
პოლიტიკა
EBRD-ის შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმისთვის დახარჯული თანხიდან, 14 მილიონის ქონება სახელმწიფოს დარჩება
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის სამუშაობის ორგანიზებისათვის 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიუერი შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრმა პრემიერს, მთავრობის წევრებსა და EBRD-ს წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერის ინფორმაციით, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს დარჩება. „სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული. სახელმწიფომ ამისათვის 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 14 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს დარჩება, ხოლო დანარჩენი ღონისძიების ორაგნიზებისთვის იყო საჭირო. ეს არის ნდობის დემონსტრირება ხელისუფლებისათვის. გვაქვს დიდი პატივი, რომ ღირსეულად გიმასპინძლოთ და პირველად კავკასიაში ეს შეხვედრა ჩატარდეს. ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოში EBRD-ს ბიზნესფორუმის ჩატარება განაპირობა სწორედ განხორციელებულმა რეფორმებმა, დემოკრატიის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა. მოუთმენლად ველით დელეგაციების ჩამოსვლას და ეს იქნება სამაგალითო ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, EBRD-ის ყოველწლიური შეხვდრის საორგანიზაციო შეხვედრები პარლამენტისა და მოსაწვლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)