2017-11-16 09:12:34, 2247 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში ტერაქტს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა, - ამის შესახებ Premium Times იუწყება.
მედია საშულების ინფორმაციით, ტერორისტებს შორის ორი ქალიც იყო. მათ თავდასხმა ქალაქის ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს. ერთ-ერთი ადგილი სადაც აფეთქება მოხდა, ქალაქის ცენტრში იყო, მეორე კი, სალოცავის იმდებარე ტერიტორია.
მედიის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" აიღო.
ავტორი: ,