18:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 16:37:03, 571 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გიდები ბათუმის ტურის მიმართულებით ტრენინგებს გადიან

აჭარაში გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები გრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 22 მოქმედ გიდს ტრენინგ-კურსი ბათუმის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით უტარდება.

თეორიული ლექციებისას განსაკუთრებული ყურადღება ბათუმის ისტორიას, ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, აჭარის ეთნოგრაფიას, აჭარის ისტორიას, ფსიქოლოგიას და გიდის ხელოვნებას ეთმობა. სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას გონიო-აფსაროსის ციხესა და ქალაქ ბათუმში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს რეგიონში დამწყები და მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით დეპარტამენტში 78 გიდი  მთიანი აჭარის  4 ტურისტული მარშრუტისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. წელსვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებს, რომლებმაც  ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კვალიფიკაციის ნიშანს მიანიჭებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics