12:03 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 16:21:27, 1020 ნახვა

რეგიონი
ყვარლის სკოლებში მღვდლებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.

ყვარლის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, სკოლებში ვერტმფრენიდან კანფეტების ჩაყრის და კურთხევის შესახებ მან აქციის შემდეგ შეიტყო.

მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ.

 „დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“, – განაცხადა მამა იოანემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics