22:23 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 13:56:55, 2062 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მთავრობა პრობლემების გადაწყვეტაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე  გამოეხმაურა.

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ხელისუფლებები ცდილობდნენ  გარკვეული ცვლილებები შეეტანათ სახელისუფლებო სტრუქტურაში, თუმცა ეს გარკვეულწილად საზოგადოების თვალის ახვევას ისახავდა მიზნად. 

„მე „ნაციონალური ხელისუფლების“  მუშაობის პერიოდი მინდა გავიხსენო, როდესაც ხშირად ხდებოდა ცვლილებები, მაგრამ  ამ ცვლილებებს არანაირი ემპირიული საფუძველი არ ახლდა და მათი მიზანი რეალურად იყო თუ არა  ოპტიმიზაცია ან ბიუროკრატიის შემცირება  ეს საკითხავია, რადგანაც  ერთი მიმართულება ისევ იმ მიმართულებად რჩებოდა და არანაირი  რეალური ფუნდამენტური ცვლილება ამ  სტრუქტურის შეცვლაში არ  გამოიხატებოდა. ჩვენ ამ ეტაპზე ვადევნებთ თვალს  ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოხდეს მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. მიზანი ამ სტრუქტურული ცვლილებებისა  ბატონმა პრემიერმა განუცხადა საზოგადოებას  და რაზეც ცხადია პარლამენტსაც მოგვიწევს  მსჯელობა, სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებლო მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია  გახლავთ. ეს არის  მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულება, სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა  მენეჯერული კუთხით უნდა განახორციელოს ძალიან სწორი და ოპერატიული  მართვა ჩვენი ქვეყნის, რამაც  ცხადია შედეგი უნდა გამოიღოს“,-განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ  მინისტრობის ის კანდიდატები, რომელიც პრემიერმა წარადგინა, შესაბამისი ცოდნით და მაღალი განათლების დონით გამოირჩევიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics