2017-11-15 12:20:22, 2224 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს
ავსტრალიაში, მოსახლეობის უმრავლესობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
როგორც BBC იუწყება, Australian Bureau of Statistics-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გამოკითხულთა 61% პროცენტი უჭერს მხარს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკითხვას სამართლებრივი ძალა არ ჰქონია, შედეგების გამოცხადების შემდეგ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კანონმდებლობა შობამდე შეიცვლება.
ავტორი: ,