2017-11-15 09:27:14, 1845 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.68 ლარი ღირს, ევრო - 3.14
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6830 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6538 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა. 1 ევრო დღეს, 3.1437 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 3.0904 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0533 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გუფასურდა.
ავტორი: ,