2017-11-13 14:07:04, 2621 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ფინანსთა სამინისტროში ამ ეტაპზე მასშტაბულ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ არის
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უწყებაში ამ ეტაპზე მასშტაბურ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ არის.
„ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო წარმატებული უწყებაა, შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბულ საკადრო გადაადგილებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა ბახტაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დღეს წარადგინა.
ავტორი: ,