2017-11-12 13:53:43, 2521 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონის გათავისუფლების მოთხოვნით კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონაში მორიგი მრავალათასიანი მარში გამართეს.
საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას იღებდნენ პუჩდემონის ოჯახის წევრები და მისი ახლობლები.
მათ აქციაზე განაცხადეს, რომ პუჩდემონი პოლიტიკური პატიმარია და ესპანეთში სამართლიანი სასამართლოს გარანტია არ აქვთ.
პუჩდემონმა მხარდამჭერებს ბრიუსელიდან მიმართა და მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ,