2017-11-11 15:43:49, 2885 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ იჟევსკში, 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Meduza იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 ქალი, 2 კაცი, მოზარდი და მცირეწლოვანი ბავშვი არიან.
ინციდენტის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
წინასწარი ვერსიით, 9 სართულის ჩანგრევის მიზეზი გაზის მილის აფეთქებაა. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ აფეთქება ერთ-ერთმა მეზობელმა მოაწყო. სააგენტო წერს, რომ სულ კორპუსში 99 ადამიანი ცხოვრობდა.
ავტორი: ,