03:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 18:33:26, 334 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, პრეზიდენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტს ხვალ, ან ზეგ მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად ხვალ, ან ზეგ გადაუგზავნოს.
ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტის მზად არის, 7-8 მაისს მოხდეს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისათვის ყველა საჭირო პროცედურის გავლა. ვადასტურებთ, რომ არ ვაპირებთ მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეცვლას და აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს შემდეგი დაძაბული კვირის დღის წესრიგს და მთავრობის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტს ხვალ ან ზეგ მიმართავს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აქვე დასძინა, რომ  პრეზიდენტთან გადაგზავნილი მინისტრების  შემადგენლობა აღარ შეიცვლება.
ამასთან, მაია ცქიტიშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის მიერ მინისტრთა შემადგენლობის პარლამენტში წარდგენის ერთი კვირით გადადების შემდეგ, მთავრობას მასთან კონსულტაციები არ ჰქონია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics