|
2017-11-10 17:34:58, 512 ნახვა
რეგიონი
ტარიელ ებრალიძემ გამგებლის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა
ტარიელ ებრალიძემ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან და დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისა და გაწეული მუშაობისთვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ. მინდა წარმატებები ვუსურვო ასევე ახლად არჩეულ მერს ფრიდონ ფუტკარაძეს და საკრებულოს წევრებს. აქვე მინდა მივმართო მოსახლეობას, სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიქნები თითოეული შუახეველის გვერდით”, - განაცხადა ტარიელ ებრალიძემ. ტარიელ ებრალიძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი შუახევის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 1995-2010 წლეებში იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 2003 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელი, 2011-2013 წლებში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2009 წლიდან დღემდე ხიჭაურის წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელი, სრული პროფესორი.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)