|
2017-11-10 17:18:56, 1849 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისია ტურიზმისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღნიშნავს
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, დადებითადაა შეფასებული, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში აქცენტი კეთდება რამდენიმე სფეროზე, სადაც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშში ტურიზმის მიმართულებით ხაზგასმულია, რომ ის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს, 2017 წელს კი მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი 7%-ს მიაღწევს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ 2017 კიდევ ერთი წელი იქნება საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების კუთხით. ანგარიშის თანახმად, სექტორის სწრაფი ზრდის შესანარჩუნებლად ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებშიც საერთაშორისო მედიაა ჩართული, ასევე ინვესტიციები ხორციელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურაში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი სფერო, რომელიც ანგარიშში დადებითადაა შეფასებული, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებია. კერძოდ, აღნიშნულია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა DCFTA-ით განსაზღვრულ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ასევე ის, რომ 2016 წლის ბოლოს საქართველომ და ევროკავშირმა განაახლეს DCFTA-ში შემავალი გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალი, რომლითაც უკვე არსებული 18 ღვინის გეოგრაფიულ აღნიშვნას ყველის 12 სახეობა და ერთი სპირტიანი სასმელი დაემატა.
(NS)
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)