|
2015-05-05 15:23:15, 583 ნახვა
საზოგადოება
სმენდადაქვეითებული პირები სახელმწიფო სერვისების მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ
ყრუ და სმენადაქვეითებული პირები დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ. სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, 5 მაისიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ 31 სახელმწიფო სერვისის მიღებას. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, სერვისების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა აღნიშნა, ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსახლეობისთვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება sda.gov. ge - დან და Skype-ს მეშვეობით. დღეიდან ყოველი სამუშაო დღის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირები შეძლებენ განაცხადა გააკეთეონ ისეთი სერვისების მიღებაზე, როგორიც არის: განმეორებითი ბიომეტრიული პასპორტის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან/ და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობის მიღება და სხვა. აღნიშნული სერვისებით სარგებლობის მსურველებს საშუალება აქვთ კონსულტაციის მისაღებად Skype-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ sda.ge დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე გაუწევენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საწიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია სერვისების ადაპტირება უსინათლოებისთვის. ახალი სერვისების პრეზენტაცია სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი დაესწრო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)