|
2017-11-09 16:59:52, 1985 ნახვა
კომენტარი
ბურჯანაძე: ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის
„ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის“,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "Deutsche Welle"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის ბევრი რამ გააკეთა: „ ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან მას ხალხი ნამდვილად უჭერს მხარს. რა არჩევნებიც არ უნდა გაიმართოს, დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერენ, ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთისათვის კარგი იქნება, თუ პუტინი არჩევნებს მოიგებს, რადგან ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, ფეხზე დააყენა, შეხედეთ, როგორი იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და როგორია დღეს. გულახდილად გეტყვით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის. ქართველ ხალხს სჭირდება ეფექტური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ნორმალურად გაუძღვება და დაიცავს მის ინტერესებს. არ ვამბობ, რომ პუტინი იდეალური ადამიანია, ან იდეალური პრეზიდენტი, ასეთები არ არსებობენ, ვამბობ იმას, რომ გვჭირდება ეფექტური პრეზიდენტი“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)