2017-11-09 16:57:27, 2242 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ISIS-სთან კავშირის ბრალდებით რუსი და აზერბაიჯანელი ქალები დააკავეს
ერაყის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ერაყის პარლამენტის წევრმა ვიან დაჰილმა გაავრცელა.
როგორც პარლამენტარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, სულ დაკავებულია 712 ადამიანი.
„ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით 512 რუსი და 200 აზერბაიჯანელი ქალი დააკავეს“,- წერს პოლიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ინფორმაცია სხვა ოფიციალური უწყებების მიერ ჯერ არ დასტურდება.
ავტორი: ,