11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 18:13:47, 2112 ნახვა

ეკონომიკა
ამ დროისთვის შსს-ს წლიური საბიუჯეტო სახსრების 99%, თავდაცვის სამინისტროსა და სუს-ს კი, 92-92% აქვთ ათვისებული

მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების ნაწილში თავდაცვის სამინისტრომ - 92%, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  - 99%, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - 92% და დაზვერვის დეპარტამენტმა - 90.2% შეადგინა.

აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების სხდომაზე წარმოადგინა, რომელზეც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების ანგარიში იქნა განხილული.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს საანგარიშო პერიოდის ფინანსური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და როგორც შემოსავლებზე, ასევე მათ ხარჯვით ნაწილზე დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ცხრა თვის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა, წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 74.6 %-ით შესრულდა ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის მიხედვით 75.5% შეადგინა. რაც შეეხება შემოსულობების მაჩვენებლებს - 9 თვის მონაცემებით იგი 7,186, 235,9 ლარს შეადგენს, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 104.8%. ასევე დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლებია როგორც გადასახადების შესრულების ნაწილში, ასევე გრანტების და სხვა შემოსავლების კუთხითაც.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად, ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics