|
2017-11-08 16:12:28, 1826 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: სწორი მიდგომაა, რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ავტოკეფალიის ქვეშ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს
„რუსეთის ეკლესია აღაირებს საქართველოს ავტოკეფალიის ქვეშ სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ეს არის მოცემულობა და სწორი მიდგომა განსხვავებით იმ პოლიტიკისგან, რასაც რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს საქართველოს მიმართ“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. რაც შეეხება რუსეთის საპატრიარქოს მზადყოფნას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს, ციხელაშვილის თქმით, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და აქედან გამომდინარე, ეს ეკლესიების საქმეა: „ეს არ არის სახელწმიფოს საქმე, ეს არის ეკლესიების საქმე. საბედნიეროდ, სეკულარული სახელმწიფო გახლავართ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ავტოკეფალიის ქვეშ სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ეს არის მოცემულობა და სწორი მიდგომა განსხვავებით იმ პოლიტიკისგან, რასაც რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს საქართველოს მიმართ. მე სხვა დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, ბუნებრივია, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პრობლემის მოგვარებისკენ იქნებოდა მიმართული, მისასალმებელია, მაგრამ მე არ ვიცნობ დეტალებს, ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისგან კირილისგან მოწვევა მიიღო. ილია მეორე კირილიმ მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა. გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა გადასცა. მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს. “მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომცა თქვენთვის რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება“,-განაცხადა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)