2017-11-07 11:43:30, 2143 ნახვა
მსოფლიო
სირიაში აფეთქების დროს, რუსი ჟურნალისტები დაშავდნენ
სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში, აფეთქების შედეგად 4 რუსი ჟურნალისტი დაშავდნენ, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს კიდევ 5 სამხედრო დაშავდა. დაშავებულები ავიაბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება.
ცნობისთვის, აფეთქების დროს НТВ და «Звезда»-ს კორესპონდენტები დაშავდნენ.
ავტორი: ,