|
2017-11-07 11:35:23, 1819 ნახვა
კომენტარი
მელია: როდესაც ივანიშვილთან ბრძოლაში ვართ, ვიცით, რომ ეს ბრძოლა ციხეზე გადის
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია თანაგუნდელის გოგა ონიანის დაკავებას გამოეხმაურა. „ამ 6 პოლიციელიდან 5-მა ითანამშრომლა ონიანზე და ეს ხუთი ადამიანი, რომელიც ასევე ბრალდებული იყო გოგა ონიანთან ერთად, ამ აბსურდულ საქმეზე რა თქმა უნდა ხელშეუხებლები არიან. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც დაიჭირეს არის მხოლოდ და მხოლოდ გოგა ონიანი, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ის ხუთი ადამიანი კი დააწინაურეს. ზოგი უფრო მაღალ თანამდებობაზე არის დღეს დანიშნული, ვიდრე წლების წინ იყო. ეს ყველაფერი იმიტომ რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. როდესაც ვართ ივანიშვილთან ბრძოლაში, ვიცით, რომ ეს ბრძოლა ზოგჯერ შეიძლება გავიდეს ციხეზე, ზოგჯერ შეიძლება გავიდეს სიცოცხლის შეწირვაზე. ასეთია ბრძოლა ოლიგარქიასთან”,-განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი სამართალდამცველებმა დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)