11:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 20:40:42, 2071 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოპოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს.  ,,ინოვაციების დაჯილდოება 2017“- ის სპეციალური ჯილდო სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ზვიადაძეს გადაეცა.

ვარშავაში  ემირატებისა და ევროპის ბიზნესგანვითარებისკლასტერის, ევროპის მწვანე ტექნოლოგიების ალიანსისა და საინვესტიციო მომსახურების სააგენტოს თანაორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საინვესტიციო მომსახურების ცენტრს შორისთანამშრომლობის მთავარი მიმართულება სტარტაპების მხარდაჭერა და განვითარებაა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით  იმყოფებოდა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემა (ტრანსფერი), ელექტრომობილების განვითარება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების, სამთავრობო სააგენტოების, საინვესტიციო და ბიზნესკომპანიების, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლონეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა ქვეყნების აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics