16:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:21:27, 1820 ნახვა

კომენტარი
თამაზ მეჭიაური: სასამართლო ხელისუფლება შედგა

„შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება შედგა“, - ასე შეაფასა თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თიანეთში ხელახალი არჩევნების  ჩატარების თაობაზე,  „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„არანაირი არგუმენტი მათ არ ჰქონდათ შედეგების გაუქმების, ყირაზე უნდა დაეყენებიათ მთელი კანონმდებლობა, უნდა დაეყენებიათ ცესკოს მთელი საქმიანობა, რადგან სულ ამ წესით თვლიდნენ. ყირაზე უნდა დაეყენებიათ თავისი ზეიმი, ზუსტად იმ კანონით დაიმატეს 4 ხმა, რომელსაც ახლა ასაჩივრებენ, ნაწარმოების პერსონაჟი მგონია თავი, 7-ჯერ ესროლა და 7-ივე ააცილაო, 6 ააცილა და მე-7 დარჩა“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.  ქიტესაშვილი თიანეთში არჩევნების მეორე ტურის გამართვას ითხოვდა.

ამ დროის მდგომარეობით, თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ თამაზ მეჭიაური ითვლება.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად,  თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას,  ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე  წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით  მიმართა.  აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან  ცესკოს  გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics