|
2015-05-05 11:14:07, 445 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური გერმანელ კოლეგას შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაღრმავდება მითუმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ სულ მალე გერმანიაში საქართველოს პოლიციის ატაშე ჩავა. „ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, მე მეორედ შევხვდი ბატონ მინისტრს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს. პირველი შეხვედრა მქონდა ლატვიაში, რიგაში, არაოფიციალური, მინისტერიალზე როცა ვიყავით ჩასული. ვისაუბრეთ ბატონ მინისტრთან ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე გვქონდა საუბარი ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაზე. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა. მე ვიმედოვნებ, უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა იქიდან გამომდინარე, რომ სულ მალე გერმანიაში ჩამოვა ჩვენი პოლიციის ატაშე და რა თქმა უნდა ეს უფრო გაამარტივებს ჩვენს ურთიერთობას“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ არ სურთ, საქართველოს კარგი რეპუტაცია ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებმა ბოროტად გამოიყენონ და საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს ზიანი მიაყენონ. „ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ახალ მთავრობასთან. გასულ წელს დავდეთ შეთანხმება, რომლითაც დავადასტურეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სურვილი.გერმანიის ფედერაციის კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში, ჩემი ქართველი კოლეგის წინამორბედი იმყოფებოდა აქ გერმანიაში. ჩვენ განვაახლეთ ეს თანამშრომლობა, ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს კარგი რეპუტაცია ბოროტად გამოიყენონ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებმა და ზიანი მიაყენონ ჩვენს კარგ ურთიერთობებს, ამიტომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რათა კრიმინალებს საქართველოსა და გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდეთ“,-აღნიშნა ტომას დე მეზიერმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამართა შეხვედრა ბუნდესტაგის საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ბოსბახთან. საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, ევროინტეგრაციის საკითხებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეეხო. ვახტანგ გომელაური ასევე ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)