02:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 20:52:14, 415 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ევროპის კვირეული იმართება

საქართველოში ევროპის კვირეული 4-დან 11 მაისის ჩათვლით იმართება.
გახსნის ცერემონიას  კვირეულის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი  ვალდის ზატლერსი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმზღვანელი, ელჩია იანოშ ჰერმანი და საქართველოს  კათოლოკის-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე   სიტყვით მიმართეს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  დირექტორმა   ელენე გოცაძემ ევროკავშირის თემაზე  შექმნილ ილუსტრირებულ  ბროშურას „ევროპული გზა-ეს ჩემი არჩევანია“ წარადგინა.
 ევროპის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან და არასამათავრობო სექტორის  წარმიომადგენლებთან; ასევე გაიმარეთება ახზალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები.
კვირეულის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდა რეჟისორთა მიერ შექმნილი ეტიუდების წარმოდგენა  „იქ, სადაც შენი სახლია“.  5 მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის თემა ქართული და ევროპული ღირებულელბების  ერთობა და საზოგადოების ამ რირებულებებისადმი დამოკიდებულება იქნება.
 საქართველოს ევროკავშირის დელეგაციის  ხელმძღვანელი 8 მაისს  ეროვნულ გალერეაში გახსნის ფოტო-გამოფენას, 10 მაიისს ალექსანდრესა დსა 9 აპრილის პარკებში  ღია ცის ქვეშ  ევროპის დღე აღინიშნება, სადაც მონაწილეობაყველა მსურველს შეეძლება.
შეგახსნებთ, რომ ევროპის კვირეული საქართველოში 2007 წლიდან ტარდება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.
2015 წლის ევროპის კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა ფდა ძაგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის სესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics