17:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 17:54:14, 346 ნახვა

საზოგადოება
კახეთის მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე მოეწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ“ 2013 წლიდან მომსახურების ერთიან სტანდარტზე მუშაობა და დანერგვა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი გულისხმობს ისეთ ორგანიზაციულ პროცესებს, როგორიც არის სისტემის რესტრუქტურიზაცია, ახალი სამუშაო პროცედურების დანერგვა და არსებულის ოპტიმიზაცია. ცვლილებები შეეხო მოქალაქეთა მომსახურების ნაწილსაც. 2013 წლიდან თბილისის იუსტიციის სახლში ამოქმედდა სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც საშუალოდ  3000 მოქალაქეს ემსახურება თვეში.

სერვისულ ორგანიზაციად ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტოს“ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს და ითვალისწინებს სამუშაო პროცესის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას,  როგორც მომსახურების სფეროში,  ასევე სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით.

სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში“ მომსახურების ერთიანი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კახეთის რეგიონული მომსახურების ცენტრში მოეწყო მოქალაქეთა მომსახურების სივრცე. მისი ინტერიერი სააგენტოს ბრენდირებული ინვენტარის და  კორპორაციული სტილის გამოყენებით მოეწყო. მოქალაქეთა მომსახურების სივრცე 35 მ²-ს შეადგენს, სადაც განლაგებულია სამი სამუშაო მაგიდა. კვალიფიციური კონსულტანტები მოქალაქეებს ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სივრცეში ასევე მოწყობილია  მოქალაქეების მოსაცდელი კუთხე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე საპრივატიზებო და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ობიექტების  ფოტოკოლაჟისა და ვიდეორგოლების ნახვა.

 „განახლებული მოქალაქეთა მომსახურების სივრცე საკმაოდ მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს  ქმნის. განსაკუთრებულად მომწონს მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ვიდეო კოლაჟის ყურება. დარწმუნებული ვარ, კახეთის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის“,  - აცხადებს კახეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეკა თოდაძე.

კახეთის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის მოწყობის შემდეგ ერთიანი სტანდარტის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კორპორაციული სტილის გამოყენებით რუსთავის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის გახსნაც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics