2015-05-04 17:28:12, 446 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2016-2019 წლების პროგრამების საშუალოვადიან გეგმას განიხილავენ
5 მაისს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2016-2019 წლების პროგრამების საშუალოვადიანი გეგმის განხილვა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების და საკანონმდელო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
საშუალოვადიანი გეგმის სრული ვერია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან