|
2015-05-04 17:14:48, 309 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს წიკლაურის საქმის გამოძიების გაგრძელება შეახსენა
„სანამ საქმე არ გაიხსნება, ყველას ექნება საფუძველი და საშუალება თითის აქეთ-იქით გაშვერის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა დეპუტატებს ერთი წლის წინ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი შეახსენა. უსუფაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენა, რომ წიკლაურის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს. „ძალიან ვწუხვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მიუხედავად ძალიან ოპტიმისტური განცხადებებისა, საქმე ვერ იქნა გახსნილი. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პარლამენტის წევრი, დაცული უნდა იყოს მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსისა. მე კიდევ ერთხელ მინდა სამართალდამცავ ორგანოებს შევახსენო, რომ ამის თაობაზე მუშაობა უნდა გრძელდებოდეს და გაგრძელდეს. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, მომხდარზე პასუხი უნდა გაიცეს. სანამ საქმე არ გაიხსნება, ყველას ექნება საფუძველი და საშუალება თითის აქეთ-იქით გაშვერის. იმედი მაქვს, რომ საქმე სწრაფად გაიხსნება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. აქვე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ დავით უსუფაშვილს ლევან ბეჟაშვილის საქმე შეახსენა, როცა, ის პოლიციამ დააკავა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ნიშნები იყო. “პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა. მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ნიშნები კი, სატელევიზიო კამერებმაც დააფიქსირეს. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები და თქვან, რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით. სამართალდამცავებმა რამე გააკეთონ“,- აღნიშნა ვაშაძემ. უსუფაშვილმა ბეჟაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატების მიმართ ძალადობა გაუმართლებელია, თუმცა ამასობაში ოპონენტები „ვარაუდების დონეზე იშვერენ თითს". პარლამენტის თავჯდომარემ აქვე დასძინა, რომ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშრებით „სხვებსაც შეიძლება რაღაცეები“ გაახსენდეთ. „შესაძლოა, ამ ოთახში ვიღაცეებს რაღაცეები გაახსენდეს პარლამენტის წევრთან თუ წევრებთან დაკავშრებით. ბევრი წლების განმავლობაში სრულიად შეგნებულად გამოუძიებელი საქმეები და ა.შ. ძალიან გთხოვთ, ის რაც თქვენ გახსოვთ და რასაც თქვენ იხსენებთ, გავიხსენოთ ძალიან ბევრი სხვა რამ. სრულიად ცალსახად და მკაფიოდ მოგახსენებთ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, არც მოქალაქეებზე და არც პარლამენტის წევრზე, რომელიც ამ თვალსაზრისით მეტად არის დაცული რაღაცეების გამო, არ აქვს არანაირი გამართლება, მაგრამ ამასობაში თქვენ ვარაუდების დონეზე სადღაც იშვერთ თითს. რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილის ფაქტს, მოვყვე ახლა ყველაფერი მისი მიყვანა-მოყვანის დროს რა ტელეფონებზე და როგორ ხდებოდა ამის მენეჯმენტიც, დასრულება ბეჟაშვილთან და სხვებთანაც? ასე ძალიან შორს წავალთ“ ,- აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს 1 წლის წინ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი შეახსენა. როგორც მან განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც უნდა შექმნილიყო. რატიანის თქმით, ვინაიდან ამ დრომდე ეს საქმე გამოძიებული არ არის, ქმნის იმის საფუძველს, რომ წიკლაურის ცემა და გატაცების მცდელობა ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი. ამასთან, მისივე ინფორმაციით, გუშინ, ნუგზარ წიკლაურის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის განცხადებით, თუ ეს ფაქტიც არ იქნება გამოძიებული, საპარლამენტო უმცირესობას ექნება ვარაუდი, რომ წიკლაურის მძღოლზე თავდასხმაც ხელისუფლებამ დაგეგმა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)