|
2015-05-04 17:01:59, 760 ნახვა
მსოფლიო
სააკიანის და ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში მივიდა
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თენგიზ შარმანაშვილი სომხეთის საგარეო უწყებაში მივიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უწყებაში მოგვიანებით გაკეთდება. ცნობისთვის, ოსურმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სააკიანმა და ბიბილოვმა სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. მოგვიანებით, სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, როგორც პრესსამსახურის უფროსმა არსენ ბაბაიანმა განაცხადა, შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. „სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. არანაირი ოფიციალური საკითხი არ განხილულა. ორი პირის კერძო შეხვედრა პოლიტიკურ პოზიციებზე ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა ბაბაიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)