06:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 08:27:05, 2178 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის პოლიცია: ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა

ნიუ-იორკის ტერაქტის შემსრულებელი თავდასხმას რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა, - ამის შესახებ CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს“ სახელით განახორციელა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან იმყოფება. საიპოვის სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა. ის პროცესს ეტლით დაესწრო. 

როგორც მან განაცხადა, ტერაქტის მოწყობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაწყვიტა. მისივე თქმით, 2 თვის წინ მან კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება დაიწო და გადაწყვიტა ავტომობილით ხალხში შეჭრილიყო. 

"ვფიქრობდი, რომ ჰელოუნის დღეს ქუჩაში უფრო მეტი ხალხი იქნებოდა", - დასძინა მან. 

გარდა ამისა, თავდამსხმელის განცხადებით, მასზე გავლენა ISIS-ის პროპაგანდისტულმა ვიდეოებმა მოახდინეს. პოლიციამ მის პირად ტელეფონში 90-მდე შესაბამისი შინაარსის ვიდეო იპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics