02:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 16:36:47, 413 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი: წიკლაურის საქმის გამოუძიებლობა, საფუძველს ქმნის, რომ გატაცება ხელისუფლებამ დაგეგმა

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს 1 წლის წინ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი შეახსენა.
როგორც მან განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც უნდა შექმნილიყო.
რატიანის თქმით, ვინაიდან ამ დრომდე ეს საქმე გამოძიებული არ არის, ქმნის იმის საფუძველს, რომ წიკლაურის ცემა და გატაცების მცდელობა ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, გუშინ, ნუგზარ წიკლაურის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დეპუტატის განცხადებით, თუ ეს ფაქტიც არ იქნება გამოძიებული, საპარლამენტო უმცირესობას ექნება ვარაუდი, რომ წიკლაურის მძღოლზე თავდასხმაც  ხელისუფლებამ დაგეგმა.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენს კოლეგა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა განხორციელდა. იყო გატაცების მცდელობაც. გავიდა დრო და ეს საქმე გამოძიებული არ არის. წესით ჩვენ საპარლამენტო კომისიაც უნდა შეგვექმნა, მაგრამ არც ამაზეა საუბარი. თავისთავად ეს საფუძველს გვაძლევს,  ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. ვსაუბრობ, ფორმებზე  და ასევე ვადებზე.  გარდა ამისა, გუშინ უკვე ნუგზარ წიკლაურის სახლთან ნუგზარ წიკლაურის მძღოლს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ მანქანით დაედევნენ.  ეს ყველაფერი პოლიციაში დაფიქსირებულია. თუ უმოკლეს ვადაში გამოძიებული არ იქნება ეს შემთხვევა, ჩვენ შეგვექმნება საფუძველი ასევე ვივარაუდოთ, რომ ესეც ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი. ჯერჯერობით ჩვენ ამაზე სპეკულაციას ნამდვილად არ ვაპირებთ.  ვაძლევთ შესაძლებლობას , რომ გამოიძიონ.  მაგრამ ის, რაც ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს არის პარლამენტის ღირსების საკითხი.  მას შემდეგ ხელისუფლებას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics