2017-10-30 13:18:16, 2009 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას 6 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთში "თალიბანის" მიერ განხორციელებულ თავდასხმას 6 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა პროვინცია ქაბულში მოხდა. ტერორისტები პროვინციაში საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად კიდევ 8 სამართალდამცველი დაშავდა.
ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, თავდასხმის დროს "თალიბანის" 8 წევრი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა.
ცნობისთვის, სიტუაცია ავღანეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიძაბა.
ავტორი: ,