20:30 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 12:27:11, 4179 ნახვა

კულტურა
ბიორკი თბილისშია

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში დღეს დილით, გამთენიისას ჩამოფრინდა.

იგი საქართველოში 12 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. როგორია ბიორკის განრიგი კონცერტებამდე, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამოდენიმე კუთხეს ესტუმრება.

დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს, ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება.

ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს  სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.

“ექსპერიმენტულად შემოქმედებით მოვლენად“ აღიარებული ცოცხალი ლეგენდა კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.  კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.

შეგახსენებთ რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics