15:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 12:06:04, 1403 ნახვა

რეგიონი
დმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი განიხილოს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევის განცხადებით, "რესპუბლიკა" მზად არის, კატალონიის "დამოუკიდებლობის" აღიარების საკითხი განიხილოს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებულ ცხინვალში კატალონიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

"სულ ახლახანს დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობის ოფისი გავხსენით. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა მზად არის განიხილავს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, თუ შესაბამისი მოთხოვნა იქნება მათი მხრიდან"", - განაცხადა მედოევმა.

დე-ფაქტო მინისტრმა დასძინა, რომ "არავის აქვს უფლება უარი უთხრას კატალონიის მოსახლეობას სურვილში, საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდეს".

"რეფერენდუმი - ხალხის ნების დემოკრატიული გამოვლენაა და არავის აქვს უფლება მათ ამაში ხელი შეუშალონ", - განაცხადა დმიტრი მედოევმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics