03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 20:07:15, 2338 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაიფიქრა

კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, მან განიხილა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების გამართვის შესაძლებლობა, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა.

მისივე განმარტებით, ის ვერ ხედავს გარანტიებს, რომ მადრიდი კატალონიაზე კონტროლის დაწესებას შეწყვეტს

„არ არსებობს არც ერთი გარანტია, რომელიც პარლამენტის ვადამდელი არჩევნების გამართვას გაამართლებდა“, - განაცხადა პუჩდემონმა.

მანამდე სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ პუჩდემონი არჩევნებს დანიშნავს. არჩევნების ჩატარების თარიღად 20 დეკემბერი სახელდებოდა. 

ცნობისთვის, ოფიციალური მადრიდი ხვალ 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics