15:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 09:39:26, 325 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  რეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ დიდი რეჟისორის - ბატონ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო.

რეზო ჩხეიძის შემოქმედებას, მის ნიჭიერებას მსოფლიო იცნობს. ჩვენთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყო ადამიანი იყო. ბატონმა რეზომ დაგვიტოვა არაერთი კინოშედევრი და შექმნა დაუვიწყარი სახეები. ერთხელ ვისაც უნახავს მისი "ჯარისკაცის მამა" , შეუძლებელია მისი შემოქმედების თანაზიარი არ გამხდარიყო.

სამწუხაროა, რომ წავიდა ჩვენგან ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ფენომენის შექმნაში და თავისი კვალი დაამჩნია თითოეული ჩვენგანის სულს.
ვუსამძიმრებ ბატონი რეზოს ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.

ჩემი დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის  სამძიმრის წერილში.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ავადმყოფობის შედეგად 89 წლის ასაკში კინირეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics