20:25 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 23:21:05, 1326 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ოქტომბრის ანონსი

11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, „თბილისის მედიცინის ფორუმი 2017-ის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
მის: წერეთლის გამზ. N118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“

11:00 საათზე, თბილისის მედიცინის ფორუმის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრება.
მის.: წერეთლის გამზ. #118 („ექსპო- ჯორჯია“ XI პავილიონი)
საკონტაქტო პირები: თინა ლაღიძე - 595 252 973, ტატა გამყრელიძე - 595 238 842

12:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და ETC-ის პრეზიდენტი დუბრავკა ვრგოჩი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თბილისი 26-29 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე" უმასპინძლებს, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელ კლაუდია შტეინთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით არსებულ მონაცემებს წარადგენს.
მის.: თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიარდ მერიოტი“
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009

14:00 საათზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის.
საკონტაქტო პირი რუსუდან კბილაშვილი - 599 32 04 12

14:00 საათზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს, სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვდება.
მის.: ვარდების მოედანი #1, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

16:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შეაჯამებს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგებს და წარმოადგენს 2017 წელს ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოსა და ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში.

17:00 საათზე Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტარტს აიღებს პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი.
მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59,

17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია კანტის აკადემიის სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციას გამართავს.
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი
საკონტაქტო პირი მარიამ მახარობლიძე - 599 31 21 10





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics