|
2017-10-24 14:01:27, 2422 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის თანამოაზრეები ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავენ
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავენ, - ამის შესახებ Ria იუწყება. ლუცენკოს თქმით, ხელისუფლება მათ დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არ მისცემს. გარდა ამისა, ლუცენკომ აღნიშნა, რომ უმაღლეს რადასთან უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია, საზღვარგარეთიდან ფინანსდება. "უფლება, რომ მშვიდობიანი პროტესტო ჩაატარო, არ ნიშნავს იმას, რომ გაქვს უფლება ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო. რამდენადაც ვიცი, გადატრიალების მოწყობა 150-200 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს სურს. მათ აქვთ შეძენილი იარაღი და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, მოვა დრო და ამას დავამტკიცებ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. მისივე ინფორმაციით, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი პოსტს იკავებდა, მან 20-მდე ადამიანის ბინადრობის საბუთი მისცა, იმისათვის, რომ როგორც ლუცენკო განმარტავს, დამატებითი მხარდაჭერა ჰქონოდა. "სწორედ ახლა, ეს ადამიანები იარაღით, იცავენ სააკაშვილს და გადატრიალებას გეგმავენ", - აღნიშნა პროკურორმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)