|
2015-05-03 10:29:13, 462 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შიდა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში. აღნიშნული ტურნირი 2005 წლიდან ტარდება. წელს მასში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. საფეხბურთო გუნდები ძირითადად დაკომპლექტებული იყო ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით. შეჯიბრს ესწრებოდნენ სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა და დირექტორის მოადგილეები: ალექსანდრე მაისურაძე, ნიკოლოზ აფციაური, ნუკრი ლოლაძე, ასევე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მეორე განყოფილების და მეორე სამმართველოს მეორე განყოფილების გუნდები. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გახდა მესამე სამმართველოს გუნდი, რომელსაც დეპარტამენტის შიდა საფეხბურთო ტურნირის ჩამოყალიბების 10 წლის თავზე, ზედიზედ მეორედ გადაეცა გარდამავალი თასი. მასთანავე, გამოვლინდნენ საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები: საუკეთესო მეკარის ტიტული მიიღო და შესაბამისი თასით დაჯილდოვდა ნიკოლოზ გელაშვილი, საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაცია ერგო გიორგი შუკვანს, ხოლო საუკეთესო მცველის სტატუსი მიენიჭა დათა წულაიას. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტული ტურნირები ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული სახის სპორტული ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყონ უწყების თანამშრომელთა და ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)