07:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 12:18:59, 1826 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე „პრეს მედიის“ წარმომადგენლები გაყალბებული მოწმობებით იმყოფებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რამდენიმე საარჩევნო უბანზე ყალბი აკრედიტაციით შესვლას ცდილობდნენ.

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა დღევანდელი დღე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვისკენ.

"ამჟამად არა ერთ საარჩევნო უბანშე, მათ შორის მაგალითად ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პირები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბეჯებით და ფიქსირდება, რომ ისინი წარმოადგენენ შპს."პრეს-მედიას", თუმცა ცესკო-ს ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებული, როგორც დამკვირვებლები. ამ პირების ყოფნა არ არის ლეგიტიმური რადგან ცესკომ არ დაარეგისტრირა როგორც მედიის ან დამკვირვებლის წარმომადგენელი. შესაბამისად ირკვევა, რომ არიან წარმოდგენილი გაყალბებული მოწმობებით და ცდილობენ ამგვარად ხელის შეშლას საარჩევნო პროცესის. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ, რომ გადაამოწმონ , ეს პიროვნებები წარმოადგენენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მან მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics