20:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 10:37:18, 343 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: გაუგებარია, რატომ მიდიან მინისტრები, თუ კარგად მუშაობენ

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიდიან მინისტრები, თუ ისინი კარგად მუშაობენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“  განაცხადა. 

მისივე თქმით, ის ინფორმირებული იყო, რომ მინისტრები, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობიდან მყისიერად წავიდა რამდენიმე მინისტრი. მათ წასვლას არაფერი არ მოასწავებდა. ვიცოდით და ინფორმირებული ვიყავით, რომ ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებითაც. მე, სხვათა შორის, პარლამენტში ჩემი სიტყვის დიდი ნაწილი დავუთმე იმ რეფორმებს და პროცესებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში და იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქართულ არმიაში, მაგრამ რომ დავაკვირდეთ ქრონოლოგიას – ვხედავთ, რომ მიდის ერთი მინისტრი, შემდეგ ვხედავთ რომ მიდის მეორე მინისტრი. ამ პერიოდში ვისმენთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობაში აღარ შეიცვლებიან მინისტრები და აღარ იქნება მინისტრთა კაბინეტი თავიდან დასამტკიცებელი, ვისმენთ ბატონ ლევან ყიფიანის განცხადებას, რომ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას და მეორე დღეს ვისმენთ, რომ ის მიდის. ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეიცვლება მხოლოდ ორი მინისტრი და მეორე დილას ვისმენთ განცხადებას, რომ იცვლება სამი და მათ შორის თავდაცვის მინისტრი. ამ პროცესებს ნაკლებად თუ აქვს ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა  და აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, გადადო პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics