2017-10-19 12:03:08, 2211 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, 74 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Independent იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ბაზასთან და პოლიციის შენობასთან თავი აიფეთქა.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სამხედროები, პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მურად ალი მურადის განცხადებით, მიმდინარე წელს ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმების სერია იყო.
ავტორი: ,