|
2015-05-01 18:10:59, 456 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ხიდაშელის იურიდიული განათლება ის ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს ნათელს მოჰფენს
„დიდი იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელის იურიდიული განათლება ის ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს საზოგადოებისათვის დამაჯერებელ ნათელს მოჰფენს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში მინისტრობის ახალი კანდიდატების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი მის წინამორბედზე უფრო წარმატებული მინისტრი იქნება. „ის ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მისი უშუალო წინამორბედი. თუმცა ძალიან ძნელიამ იყო უფრო არაადექვატური საქმიანობაში, ვიდრე მისი ხანმოკლე დროით წინამორბედი ახერხებდა ამას. დარწმუნებული ვარ, ხიდაშელი ჩვეული ენერგიით შეუდგება ახალი ვალდებულებების შესრულების პროცესს და უკვე იმდენად გამჭვირვალეა არსებული რეალობა თავდაცვის სამინისტროში, რომ არც მას ექნება სურვილი, რაიმე იმაზე მეტად დახურული იყოს, ვიდრე ეს კანონითაა მოთხოვნილი. დიდი იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელის იურიდიული განათლება იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებისათვის დამაჯერებელ ნათელს მოჰფენს ე.წ. კაბელების საქმეს. რადგან იგი ახლა არამხოლოდ მინისტრია, არამედ პასუხისმგებელია თავისი კადრების მიმართ სამართლიანობის რეჟიმის დაცვაზე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. რაც შეეხება, სპორტის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანმა თანამდებობა ღირსეულად დატოვა. „ყიფიანმა დაადასტურა, რომ ის არის ღირსეული მამის ღირსეული შვილი. მან ყოველგვარი საწინააღმდეგო მცდელობის გარეშე ჩაგვაბარა ანგარიში პრესკონფერენციაზე და ნამდვილად უფრო მაღლა დადგა საზოგადოებისათვის, ვიდრე მაღალზურგიან სავარძელს ჩაჭიდებული მისი ზოგიეთი კოლეგა. ვფიქრობ, სხვადასხვა ფედერაციების დაპირისპირება შესაბამის საპარლამენტო კომიტეტთან გაგრძელდება. უბრალოდ საჭირო იყო, რომ სპორტის მინისტრს პოლიტიკური კამიკაძის როლი ეთამაშა და მთავრობა თავიდან დამკიცების რეჟიმში გადაეყვანა“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა. რაც შეეხება სპორტის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ბიზნესმენ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მინისტრი მხოლოდ სპორტის თემით არ უნდა შემოიფარგლოს და ახალგაზრდებისათვის აქტუალურ საქმეებსაც უნდა მიხედოს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილს კანდიდატურას, სოსო ცისკრიშვილი იმედოვნებს, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ის საფრთხე აღარ იარსებებს, რაც ამ პოსტზე სხვა კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში იქნებოდა. „ხშირად მომისმენია მისი გამოსვლები და მის მიმართ პარტნორების და კოლეგების მიერ გამოთქმული კომპლიმენტები ჩემთვის საკმარისია მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად. იმედია, ის არ იქნება ჩინოვნიკთა იმ კასტის წევრი, რომელთაც რაიმე გაუგებარი დავალებების შესასრულებლად მეორედ თქმა არ სჭირდება. ასევე იმედი მაქვს, რომ ის ბუნებისდამცველი იქნება და არა ბუნებაზე თავმდასხმელი, რისი საფრთხეც ჩვენ დავინახეთ სხვა კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)