|
2017-10-17 17:01:09, 1594 ნახვა
სხვადასხვა
ზაალ ანჯაფარიძე: ცესკოს თავმჯდომარის დაჯილდოვება ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, გადაეცა საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ჯოსი ბაქსტერის ჯილდო, რაც ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს. "მკითხველისათვის განვმარტავ, რომ ეს არის ვაშინგტონში განლაგებული დემოკრატიული არჩევნების ხელშემწყობი, ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციის International Foundation for Electoral Systems (IFES) ჯილდო. სხვათა შორის,თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში ცესკომ ორი საერთაშორისო, პრესტიჟული, ჯილდო მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთ საარჩევნო პროცესში უმცირესობების ჩართულობისათვის. ასეთი ჯილდოები, ისე უბრალოდ არ გაიცემა და ეს არის ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარება. ასევე, ეს არის საუკეთესო და ობიექტური პასუხი მისი კრიტიკოსებისთვის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. მისივე თქმით, ჯილდო, აღიარებასთან ერთად, ნიშნავს ნდობასა და მაღალ საარჩევნო სტანდარტების მოთხოვნას ჩვენგან, უბრალოდ, უფლებას არ აძლევს ცესკოს და ხელისუფლებას ამ სტანდარტებს გადაუხვიონ. "ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს არჩევნების სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად და კანონის და კონსტიტუციის დაცვით აღკვეთოს ის საფრთხეები და გამოწვევები რაც ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს" განაცხადა ანალიტიკოსმა. თამარ ჟვანიას ჯილდო ვაშინგტონში 2 ოქტომბერს გადასცეს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)