20:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 17:18:20, 315 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მთავრობის დამტკიცების 1 კვირით გადადება პრობლემებს ქმნის

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების 1 კვირით გადადება  პრობლემებს ქმნის. 

კერძოდ, როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უწევთ განმარტებების გაკეთება უცხოელი კოლეგებისთვის, რომლებიც თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩამოსვლას აპირებენ. 

მისივე თქმით, ერთ კვირაში საქართველოში რამდენიმე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა. 

„ჩვენ დღეს სამუშაო რეჟიმში შევიკრიბეთ. მთავრობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. იურისტებმაც გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განმარტებები, რომ არა მარტო ძველი მინისტრები, არამედ ახალ დანიშნული მინისტრებიც უფლებამოსილები არიან დაიწყონ მუშაობა.  რაც შეეხება იმას, რომ დამტკიცება 1 კვირით გადაიდება, ეს ცხადია გარკვეულ პრობლემებს ქმნის.  ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც აპირებენ ჩამოვიდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომლის მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში და კავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.  იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მოკლე ვადებში იქნება მიღებული და ასეთი კითხვები მოიხსნება. უკვე დაახლოებით 1 კვირაში თბილისში ჩამოვა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ სომხეთს ეწვევა და შემდეგ ისევ დაბრუნდება საქართველოში.  ჩამოვა არაერთი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაცია, 15–მდე ფინანსთა მინისტრი, ამავე რაოდენობის ეკონომიკის მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის ვიცე–პრემიერი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, ამ ღონისძიებებს სათანადოდ უნდა დავხვდეთ. ეს ღონისძიება დათქმულ ვადებში ჩატარდება“, – აღნიშნა  ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics