|
2017-10-16 14:29:18, 2196 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი: მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ნდობა სულ უფრო მცირდება, - ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზარიფმა განმარტა, ნდობის შემცირების მიზეზი თეთრი სახლის მიერ საერთაშორისი შეთანხმებების დარღვევაა. "ეს ადმინისტრაცია ყველა შეთანხმებაზე უარს ამბობს. ზოგიერთი ამას ახლანდელი ადმინისტრაციის "გასვლის სტრატეგიას" უწოდებს. შტატები გადის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან (NAFTA), ტრანსსასაზღვრო პარტნიორობიდან (TPP) და ახლა იუნესკოდანაც. ასე, რომ ხალხს უკვე უჭირს ენდოს აშშ-ის სიტყვებს. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ადმინისტრაცია იქნება, მსოფლიო ნდობას ქვეყნის მიმართ მაინც დაკარგავს. ამერიკა თვალს ხუჭავს არსებულ ურთიერთობაზე", - განაცხადა ზარიფმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მოგვიანებით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპმი გააკრიტიკა. რუჰანის შეფასებით, ტრამპის განცხადება ბირთვული შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, "სისულელეა". ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას გულისხმობს, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)