2015-05-01 14:58:54, 344 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: პრეზიდენტი ახალგაზრდა კაცია, გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა
„პრეზიდენტი ახალგაზრდა კაცია, გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ხელმძღვანელმა ზურაბ ტყელემაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ნაწყენია და მისი გადაწყვეტილებაც აქედან მომდინარეობს.
"ახალგაზრდა კაცია და გარკვეული წყენა აქვს, როგორც ჩანს. პრეზიდენტის ეს განცხადება გამოჯიბრება იყო. მას კანონი არ დაურღვევია, ჰქონდა ეს უფლება. პრეზიდენტი არ უნდა გადადიოდეს პირადულში," - განაცხადა ტყემალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან