00:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 13:10:24, 2044 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა, პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა, - ამის შესახებ Ukranews იუწყება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახური მის "განცხადებაზე არ რეაგირებს" და დასძინა, რომ ყველა ვადა ამოწურულია. 

ოდესის ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, ის ამზადებს საჩივარს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნოს. 

ცნობისთვის, სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი 3 ოქტომბერს სთხოვა. მანამდე ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 10 სექტემბერს მხარდამჭერების დახმარებიტ შეძლო. მათ სასაზღვრო პოლიციის კორდონი გაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics