|
2017-10-14 12:24:55, 2304 ნახვა
მსოფლიო
აშშ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს - პენტაგონი თეირანისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისივე თქმით, ირანი გარიგების მოთხოვნებს არ ასრულებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს. გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა თეირანის წინააღდეგ ახალი სანქციები დაწესდეს და"ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდეს". დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება “აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ვერ პასუხობს“. "აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს. ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ", - განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტის მიერ, კონგრესში ანტიირანული სანქციების შესახებ შეტანილი პროექტის გასაანალიზებლად სენატს 60 დღე აქვს. თუ მას მიიღებენ, ამერიკა შეთანხმებიდან გავა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ ირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის თაობაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი ოფიციალური თეირანის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს. “ახლა ვაკვირდებით პროვოკაციების ზრდას ირანისგან, თუმცა ჯერ ამას ვერ ვხედავთ. ჯერ-ჯერობით არ ვცვლით ჩვენს სამხედრო კონცეფციას“, - განაცხადა მეტისმა. ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)