04:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 18:53:16, 1813 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი უმრავლესობას: საბჭოთა კონსტიტუციაზე ხართ გაზრდილი, არ გესმით დემოკრატიული სისტემის ანი და ბანი

„საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო პროცესი ამ ქვეყანაში აბსურდულობის უნახავ საფეხურზე აიყვანა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ვეტოს შინაარსი შეუკვეთა.

„ამ განხილვის მოსმენის შემდეგ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ  ამ კედლებს საკუთარი ძალაუფლებით აღტაცებული ხალხის ჟივილ -ხივილი მრავალი ახსოვს და ეს მერე ცუდად დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ჯერზეც ჩვენ იმის ნაცვლად, რომ რეალურად ვიმსჯელოთ კომპრომისის და კონსენსუსის მოძებნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის გრძელვადიან პოლიტიკური განვითარების სტაბილურობას, ისევ მხოლოდ ძალის დემონსტრირების პრინციპებიდან გამოვდივართ. ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის აღშფოთება პრეზიდენტის ვეტოთი, რომლებმაც საკონსტიტუციო პროცესი ამ ქვეყანაში აბსურდულობის სრულიად უნახავ  საფეხურზე აიყვანეს, როდესაც თავად ეხვეწებოდნენ პრეზიდენტს  რომ ვეტო დაედო კონსტიტუციისთვის, იმისთვის, რომ ისინი ეხსნა სრულიად უხერხული რეალობისგან,  რომელიც შეიქმნა  როდესაც კონსტიტუციის მიღების დღეს მასში ცვლილების შეტანას შეპირდა უმრავლესობა საზოგადოებას. ასეთი რამ ამ ქვეყნის ისტორიასაც კი არ ახსოვს. მაინტერესებს რამდენად ნორმალური არის, რომ უმრავლესობამ ფაქტიურად  პრეზიდენტს შეუკვეთა ვეტოს შინაარსი. თქვენ მოგცეს მითითება, თუ ვეტო იქნებოდა გარკვეული შინაარსის, მაშინ  ისინი ამ ვეტოს მიიღებდნენ.  ის რასაც თქვენ უმრავლესობის წარმომადგენლები ეძახით პრეზიდენტის საკანონმდებლო  ფუნქციებში ჩარევას, ამას დემოკრატიული საკონსტიტუციო სამართლის ენაზე ჰქვია ძალთა დაბალანსების პრინციპი და ურთიერთშელაპარაკების მექანიზმი, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ საბჭოთა  კონსტიტუციაზე ხართ გაზრდილი და არ გესმით დემოკრატიული სისტემის ანი და ბანი და ძირითადი პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენ თვითონ მიხვდებოდით რა მავნებლობას ჩადიხართ როდესაც იღებთ ამ კონსტიტუციას“,-აღნიშნა სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics