|
2017-10-12 17:01:29, 972 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება შემაშფოთებელია
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება შემაშფოთებელია. "აფხაზეთის რესპუბლიკაში კარგად ახსოვთ 2008 წლის სამიტის ოთხი თვის შემდეგ როგორ წამოიწყო საქართველომ სისხლიანი ომი სამხრეთ ოსეთთან. რომ არა NATO-ში შესვლის საქართველოს მანიაკალური სურვილი და პარტნიორების მხრიდან ამ სურვილის წახალისება, შეიძლება, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა. საქართველოს დასავლური მეგობრები ყველა ძალებით უბიძგებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ახლო წარსულის გაკვეთილების სწავლა არ სურთ. ვერ აცნობიერებენ, რომ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების წახალისებით, ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში აგრესიისა და მოუთმენლობის ზრდას უწყობენ ხელს. საქართველოს და მისი პარტნიორების მიერ იმ საკითხის რეგულარული ტირაჟირება, რომ ტერიტორიების ოკუპაცია ხდება, აზრს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადებით თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორ მხარეს შორის ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გვარდება, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. "სამხედრო სფეროში მიღწეული შეთანხმებები მიმართულია იმისკენ, რათა აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეს არ მოქმედებს საქართველოზე. ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რათა მსგავსი დოკუმენტების მიღებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)